საქართველოს კონსტიტუცია

16 Dec

1.ადამიანის თავისუფლება ხელშეუვალია.
2.თავისუფლების აღკვეთა ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა დაუშვებელია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.
3.ადამიანის დაკავება დასაშვებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში საგანგებოდ უფლებამოსილი პირის მიერ. დაკავებული თუ სხვაგვარად თავისუფლება შეზღუდული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით არაუვიანეს 48 საათისა. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას დაპატიმრების ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შესხებ, პირი დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს.
4.დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს დაკავების ან დაპატიმრებისთანავე უნდა განემარტოს მისი უფლებები და თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი. მას დაკავების ან დაპატიმრებისთანავე შეუძლია მოითხოვოს დამცველის დახმარება, რაც უნდა დაკმაყოფილდეს.
5.დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილის დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს, ხოლო ბრალდებულის წინასწარი პატიმრობა – 9 თვეს.
6.ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევა ისჯება კანონით, უკანონოდ დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.

გილოცავთ ადამიანის უფლებათა დაცვის დღეეს !

11 Dec

10 დეკემბერს მთელს მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის დღე აღინიშნება. 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოფიციალურად დაამტკიცა ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია. აშშ მთელს მსოფლიოში ცნობილია, როგორც დემოკრატიული სისტემის მქონე სახელმწიფო, სადაც გარანტირებულია სიტყვის, რელიგიისა და თანასწორობის უფლებები. მიუხედავად ამისა ადამიანის უფლებების ქომაგთა განსაზღვრული წარმომადგენლები იმას ამტკიცებენ, რომ აშშ-შიც კი ირღვევა ადამიანის უფლებები. გაეროში აშშ-ს ყოფილ წარმომადგენელს ჯონ ბოლტონს მიაჩნია, რომ აშშ მსოფლიოში ყველაზე აქტიურად იცავს ადამიანის უფლებებს.

-„ჩვენ ყველაზე აქტიურად ვიცავთ ადამიანისა და ინდივიდუმის თავისუფლებას მთელს მსოფლიოში კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში“ – აცხადებს ბოლტონი.

ამის საპირისპიროს ამტკიცებს ამერიკული უნივერსიტეტის ჰუმანიტარული კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრის დირექტორი, პროფესორი ჰადარ ჰარისი.

-„ჩვენ გვანტანამოს ცენტრში წლების განმავლობაში გვყავს დაკავებული ხალხი, რაიმე ბრალდების წაყენების გარეშე. მიმაჩნია, რომ ჩვენი, როგორც აშშ-ში ადამიანის უფლებათა დამცველთა მოვალეობაა, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ობამას ადმინისტრაციამ დახუროს გვანტანამო და აღიარებული საერთაშორისო იურიდიული  ნორმების დაცვით მართლმსაჯულების წინაშე წარადგინოს ისინი, ვინც ამას იმსახურებს, ხოლო დანარჩენები კი გაათავისუფლოს.“

როგორც ჯონ ბოლტონს  მიაჩნია აშშ-ს აქვს იმის უფლება, რომ დაკავებული ჰყავდეს ტერორისტები და ომის ტყვეები. როგორც მან თქვა მართალია ჟენევის კონვენცია სახელმწიფოების დონეზე მოქმედებს, მაგრამ იგი ტერორისტულ დაჯგუფებებზე არ ვრცელდება. ამას გარდა აზრთა სხვაობის საგანია სიკვდილით დასჯის საკითხი. როგორც ჰადარ ჰარისს მიაჩნია, საჭიროა სიკვდილით დასჯის გაუქმება. სიკვდილით დასჯის საინფორმაციო ცენტრის მონაცემების თანახმად აშშ-ში მკვლელობისათვის მარტო მიმდინარე წელს 40 კაცი დასაჯეს სიკვდილით.

სიკვდილით დასჯის მომხრე აქტივისტთა წარმომადგენელმა მაიკლ პარანცინომ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ სივდილით დასჯა უნდა იქნას შენარჩუნებული აშშ-ში, რადგანაც ეს მოკლულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს განსაზღვრულ შვებას ანიჭებს.

ადამინიას უფლებების დაცვის აქტივისტები ამას გარდა აკრიტიკებენ აშშ-ს იმისათვის, რომ ამერიკა რატიფიცირებას არ უხდენს გაეროს საკვანძო მნიშვნელობის მქონე პაქტებს. მაგალითად გაეროს წევრ სახელმწიფოთა უმეტესობამ რატიფიცირება მოუხდინა კონვენციას, ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ. ამ კონვენციას დღემდეა არ მოუხდინა რატიფიცირება ამერიკის სენატმა. როგორც ჰადარ ჰარისი ამტკიცებს, მაგალითად ბავშვების დაცვის კონვენციას დღემდე რატიფიცირებას მსოფლიოში მხოლოდ ორი ქვეყანა არ უხდენს – აშშ და სომალი. ამაზე ჯონ ბოლტონი პასუხობს, რომ აშშ-ს თვით გააჩნია კანონები, რომლითაც ქალები და ბავშვები დაცულნი არიან. მისივე თქმით მათ ვინც აშშ-ს აკრიტიკებენ უმჯობესია ყურადღება გადაიტანონ ადამიანის უფლებების დარღვევებზე ისეთ სახელმწიფოებში, როგორებიცაა ირანი და ჩინეთი.

 

გილოცავთ!

10 Dec

გილოცაავთ ადამიანის უფლებათა დაცვის დღეეს !

9 Dec

„ამერიკის სტრატეგია რუსეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობისა და დემოკრატიული განვითარების წახალისების მიზნით რუსეთის მთავრობასთან და არასამთავრობო სექტორთან პარალელურ თანამშრომლობას ემყარება“-განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა.

პირველ რიგში, არსებობს მტკიცე სამთავრობოთაშორისო დიალოგი.  თეთრი სახლის ადმინისტრაციიის წარმომადგენლებმა ბოლო სამი წლის განმავლობაში ასამდე საჯარო განცხადება გააკეთეს რუსეთში არსებული მდგომარეობის და პრობლემების შესახებ.   ეს განცხადებები საზოგადოებისთვის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი.

ამას გარდა, ამერიკის შეერთებული შტატები იყენებს იურიდიული მექანიზმების მთელ ნუსხას, რათა რუსეთში ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებში შემჩნეული პირების წინააღმდეგ კონკრეტული ზომები გაატაროს.  მათ შორის არის ამ პირებისთვის ამერიკაში ჩამოსვლის უფლების წართმევა.

სამოქალაქო საზოგადოებისთვის ამერიკა ფინანსურ დახმარებას უზრუნველყოფს. 2009 წლის შემდეგ, ამერიკის მთავრობამ დაახლოებით 160 მილიონი დოლარი გაიღო რუსეთში  სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, ანტი კორუფციული სისტემის, მმართველობის, დემოკრატიული პოლიტიკური პროცესების და კანონის უზენაესობის გასაუმჯობესებლად.

ამერიკელი ოფიციალური პირები რეგულარულად ხვდებიან რუსეთის არასამთავრობო სექტორის ლიდერებს, რომლებიც დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის გამყარებაში არიან ჩართული. ამასთან, ვაშინგტონი ხელს უწყობს რუსეთში ამ ორგანიზაციების მიერ ახალი ტექნოლოგიების დანერგვას რათა მათი მუშაობის ეფექტურობა გაიზარდოს.

და ბოლოს, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ორმხრივი დიალოგის წარმართვას დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, რომელიც პირდაპირ კომუნიკაციას გულისხმობს რუს და ამერიკელ არასამთავრობო სექტორსა და ექსპერტებს შორის.

 

როგორც ფილიპ გორდონმა განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად დაიცავს ადამიანის უფლებებს, ისევე როგორც დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და კანონის უზენაესობას, რაც რუსეთის უზარმაზარი ადამიანური პოტენციის რეალიზაციის მიანით ძირითადი წინაპირობაა.  როგორც სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დასძინა ამერიკა არ ეძიებს საკუთარი სისტემის თავსმოხვევას სხვებზე არამედ ცვლილება, რომელიც რუსეთში მოხდება საკუთრივ ქვეყნის შიგნიდან უნდა დაიწყოს.  ამასთან ერთად, გორდონმა 2009 წელს პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ წარმოთქმული სიტყვები დაიმოწმა  მოსკოვში, ახალი ეკონომიკური სკოლის წინაშე გამოსვლისას და აღნიშნა, რომ ისტორია აჩვენებს, რომ მხოლოდ ის მთავრობა გადარჩება, რომელიც საკუთარი ხალხის ინტერესებს ემსახურება და არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავს.

 

ადამიანის უფლებები

8 Dec

ადამიანისუფლებები — კონცეფცია ადამიანების უნივერსალურ უფლებათა, ან სტატუტის შესახებ, მიუხედავად იურისდიქციისა ან სხვა გარემოებებისა, როგორიცაა ეთნიკური წარმოშობა, ეროვნება და სქესი.

ადამინის უფლებათა არსებობა, მართებულობა და შინაარსი დღემდე დებატების საგანია ფილოსოფიასა და პოლიტიკურ მეცნიერებაში. იურიდიულად ადამიანის უფლებები განისაზღვრება საერთაშორისო კანონითა და კონვენციებით, შემდეგ კი მრავალი სახელმწიფოს ადგილობრივი კანონებით. მიუხედავად ამისა, მრავალი ადამიანისთვის ჰუმანურ უფლებათა დოქტრინა კანონის ფარგლებს სცილდება და ქმნის ფუნდამენტურ მორალურ ბაზისს თანამედროვე გეოპოლიტიკური წესრიგის რეგულირებისთვის. მათთვის ეს დემოკრატიულ იდეალებს წარმოადგენს.

„სოციალური მედიის დადებითი და უარყოფითი მხარეები“.

24 Oct

 „სოციალური მედიის დადებითი და უარყოფითი მხარეები“.

სოციალური მედია

სოციალური მედია საზოგადოების ცალკეული წევრის ან ჯგუფის მიერ შექმნილი მედია საშუალებაა, მაგალითად ბლოგი, რომელზეც ხდება ინფორმაციის შენახვა . ბლოგი ერთგვარი ინტერნეტ გვერდია, რომელშიც მისი ავტორი ქრონოლოგიური თანმიმდევრობით

განათავსებს ჩანაწერებს.
თუმცა სოციალური მედია მარტო ბლოგებით არ შემოიფარგლება. მაგალითად, ნებისმიერ მსურველს შეუძლია თავისი ინტერნეტ ტელეარხი შექმნას და რის შესახებაც მოესურვება,

იმის შესახებ იმაუწყებლოს.
თავისთავად სოციალური ქსელებიც ნელ–ნელა იძენენ იმ ფუნქციებს, რომლებიც ადრე მხოლოდ ტრადიციულ მედიებს ჰქონდათ თავის თავზე აღებული. უამრავი ადამიანი დღეს–დრეობით ახალ ამბებს ,,Facebook”–ით იგებს. მაგალითად, აშშ–ს 44–ე პრეზიდენტი ბარაკ ობამა თავის საარჩევნო კამპანიას სოციალური ქსელების მეშვეობითაც აწარმოებდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეგვიპტის რევოლუციის დროს, რევოლუციონერები სწორედ

,,Facebook”–ის მეშვეობით ავრცელებდნენ ინფორმაციას შეკრების დროსა და ადგილზე. ასეთი შემთხვევა, როდესაც სოციალური ქსელები მედიის ფუნქციას ირგებენ, დაფიქსირდა საქართველოშიც, როდესაც გიგი უგულავა ,,Facebook”-ის მეშვეობით ეწეოდა პიარ–კამპანიას.

არსებობს სოციალური მედიის შვიდი ნაირსახეობა, ესენია:

  • ინტერნეტ-საზოგადოება
  • ბლოგები
  • ვირტუალური, ონლაინ თამაშები
  • სოციალური ქსელები
  • ერთობლივი კონტენტის წარმოების საზოგადოება
  • ერთობლივი პროექტები
  • გეოსოციალური სერვისები

სოციალური მედიის თავისებურებები:

  • ინფორმაციის მისაწვდომობა
  • პირადი სივრცის მინიმალიზაცია
  • ოპერატიულობა (რეაგირება რეალურ დროში)
  • სივრცობრივი შეზღუდვის არარსებობა

სოციალური მედია — ეს არის ონლაინ ტექნოლოგიების ნაკრები, რომელიც მომხმარებლებს ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალებას აძლევს. ურთიერთობა შესაძლებელია სხვადასხვა ფორმის იყოს, პირადი მიმოწერა, ასევე ინფორმაციის, ფოტოების, მუსიკების, ვიდეოების, ბმულების გაცვლა და ა.შ.

რა დადებითი და უარყოფითი მხარეები გააჩნია სოციალურ მედიას?

დადებითი მხარეებია:

1. ოფიციალურად სოციალური მედია საიტებს ყავს უფრო მეტი ვიზიტორი

2.  78% ადამიანებისა ენდობა სხვა მომხმარებელთა რეკომენდაციას.

3. სოციალური მედია გაძლევს ინსტრუმენტებს რომლის საშუალებითაც შენი სამიზნე აუდიტორიისათვის იქნება ყოველთვის და ყველგან ხელმისაწვდომი.

4. სოციალური მედიის მეშვეობით უფრო მარტივად და სწრაფად ვრცელდება ინფორმაცია ვიდრე ჭჟურნალ–გაზეთების მეშვეობით, თუმცა ეს ინფორმაცია რასაკვირველია სიმართლეს უნდა შეესაბამებოდეს, თორემ ხალხის რეაქციამ ამ ამბავთან დაკავშირებით შეიძლება დიდი არეულობა გამოიწვიოს ქვეყანაში.

5. მოზარდები სოციალურ მედიას, როგორც გასართობად, ისე ცოდნის გასაღრმავებლადაც იყენებენ.

უარყოფითი მხარეებია:

1.სოციალური მედია მრავალი ოჯახის დაპირისპირების მთავარ მიზეზად იქცა, რის შემდეგაც ხდებოდა ოჯახების დანგრევა.

2. ხშირი მოხმარება სოციალური ქსელის იწვევს ნერვულ დაავადებებს, რისი მსხვერპლიც ხშირად პატარა ბავშვები გამხდარან..სტატისტიკურად, სოციალური ქსელების „წყალობით“, უფრო მეტი წყვილი დაშორდა ერთმანეთს, ვიდრე..არსებობს მაგალითები, როდესაც აქ დაწყებული კამათი, სავალალო შედეგებით დასრულებულა.სოციალური ქსელის გამო დანგრეული ოჯახების რიცხვი საქართველოშიც საკმაოდ დიდია…

 

სოციალური მედია, კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად  უფრო და უფრო პოპულარული ხდება დღეს ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენელია ფეისბუქის, ტვიტერის, ბლოგებისა და სხვადასხვა სოციალური ქსელის გარეშე. 21-ე საუკუნის დასაწყისს სოციალური მედიის და მედია ტექნოლოგიების ეპოქას უწოდებენ ჩვენს დროში არაფერი აღარ ხდება ინტერნეტის გარეშე. მთელი მსოფლიო ჩართულია ამ პროცესში და ინტერნეტსივრცეს მეტი როლი აკისრია საზოგადოების ინფორმირებაში, ვიდრე ბეჭდურსა და სატელევიზიო მედიას. სოციალური მედია გვაძლევს ინსტრუმენტებს, რომლის საშუალებითაც შენი სამიზნე აუდიტორიისთვის იქნები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი, ყოველთვის და ყველგან. მედია ტექნოლოგიების როლი იმდენად დიდია დღევანდელ მსოფლიოში, რომ მილონობით სხვადასხვა სახის ინფორმაციის გადაცვლა და მიღება შეგიძლია ყველა სფეროში.
სოციალური მედიის შესაძლებლობებს და, მათ შორის, ბლოგებსაც თავიანთი საქმიანობის სასარგებლოდ სულ უფრო ხშირად იყენებენ პოლიტიკოსები, ბეზნესმენები და სასულიერო პირებიც კი. აღსანიშნავია, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში პრეზიდენტ ბარაკ ობამას წინაარჩევნო კამპანიის დიდი ნაწილი სოციალური მედიის საშუალებით კამპანიასაც მოიცავდა
ტიპური ბლოგი აერთიანებს ტექსტს, გამოსახულებას, ვებ-საიტების ლინკებსა და თემასთან დაკავშირებულ სხვა მედიას. მკითხველის მიერ კომენტარის დატოვების საშუალება ინტერაქტიული ფორმით ბევრი ბლოგის მნიშვნელოვანი ნაწილია. მათი უმეტესობა, ძირითადად, ტექსტურია, თუმცა, ზოგიერთი ფოკუსირებულია ხელოვნებაზე, ფოტოგრაფიაზე, ვიდეო მასალაზე, აუდიო მასალაზე და სხვა. ექსპერტები საუბრობენ იმის შესახებაც, რომ ახალმა მედიამ, შესაძლოა, მთლიანად განდევნოს ბაზრიდან ტრადუიციული მედიასაშუალებები. ბლოგინგის ერთ-ერთ უმთავრეს უპირატესობას, ინფორმაციის გავრცელების სხვა საშუალებეთან შედარებით, ის წარმოადგენს, რომ ასეთ შემთხვევაში ავტორი თავისუფალია ცენზორისაგან, რაც მას აძლევს შესაძლებლობას შეუზღუდავი რაოდენობისა და მისთვის სასურველი თემატიკის ინფორმაცია გააშუქოს.

კომპიუტერს ამ ყველაფერთან ერთად აქვს როგორც დადებითი,ისევე უარყოფითი მხარეები… დადებითია : იგებ ბევრ, ახალ ინფორმაციას სწრაფად,აწარმოებ საქმიან მოლაპარაკებებს, ეკონტაქტები მეგობრებს,რომელთანაც არ გაქვს ყოველდღიური ურთიერთობა. სოციალური ქსელების დახმარებით აკეთებ ე.წ. სარეკლამო გვერდებს და შენ პროდუქციას ეთებ რეკლამას, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად აქვს უარყოფითი მხარეებიც ჯანმრთელობის თვალსაზრისით, აქვეითებს მხედველობას და ამასთანავე მისი ხშირი მოხმარებისას რეალობას წყდები და კომპიუტერზე მიჯაჭვული ხდები. ამას ბევრი სპეციალისტიც აღნიშნავს.. მაგალითად:ერთ-ერთი ოფთალმოლოგი ნანა ქებაძის  დაკვირვებით კომპიუტერიზაციის პირველსავე წლებში აშკარა გახდა, რომ კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობის შედეგად ადამიანებს აღენიშნებათ მხედველობის სიტემის გადაღლილობა. ამ ფაქტორს, მოგვიანებით პირობითად ”მხედველობითი კომპიუტერული სინდრომი” ეწოდა. ამ სინდრომის წარმოშობის მიზეზი სხვადასხვაგვარია. საქმე იმაშია, რომ დისპლეის გამოსახულება მკვეთრად განსხვავდება თვალისთვის ჩვეული აღქმის ობიექტებისგან – ის ანათებს, შედგება დისკრეტული წერტილებისგან რომლებიც გარკვეული სიხშირით ქრება და ინთება. გარდა ამისა არც ფერადი კომპიუტერული გამოსახულება შეესაბამება ბუნებრივ ფერებს.

მაგრამ მხოლოდ ეს არ იწვევს მხედველობის სისტემის გადაღლას. კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობისას თვალს განტვირთვის საშუალება არ აქვს. ამის გამო თავისთავად იძაბება მხედველობა და იკლებს მისი ქმედითუნარიანობა. თვალი ყველაზე დიდ დატვირთვას იღებს მაშინ, როცა ადამიანს კომპიუტერში ინფორმაცია შეჰყავს. ასეთ შემთხვევაში პიროვნება იძულებულია ხშირად გადაიტანოს მზერა ეკრანიდან ტექსტზე, ტექსტიდან – კლავიატურაზე, რომლებიც სხვადასხვა მანძილითაა ერთმანეთისგან დაშორებული და თავისთავად სხვადასხვა განათების ქვეშ იმყოფება. ქ-ნი ნანა კომპიუტერთან მომუშავეებს ურჩევს პერიოდულად მოშორდნენ მონიტორს, მზერა სხვა რამეზე გადაიტანონ, თვალი დაასვენონ და მხოლოდ ამის შემდეგ განაახლონ მუშაობ.  მეც ვეთანხმები მის ამ მოსაზრებას,რაგდან ამ პრობლემის მქონე ბევრი პიროვნება მინახავს.

ასევე საზოგადოებაში არის გავრცელებული აზრი facebook.com -თან დაკავშირებული, რომ ზოგჯერ მას იყენებენ სხვადასხვა კვლევისთვის , რომელიც მათ ეხმარებათ საზოგადოებაში არსებული აზრის , მოსაზრებების დასადგენად. შედეგად ვღებულობთ სტატისტიკურ მონაცემებს , მაგალითად, ზოგჯერ facebook.com ის საშუალებით ვრცელდება პოლიტიკური ინფორმაციები და ტარდება გამოკითხვები,ამ აზრს მეც ვეთანხმები,რადგან მსგავსი პოსტები ხშირად მინახავს სოციალურ ქსელებში,  ამას ზოგი კრიტიკილად უყურებს ,მაგრამ მე ასე არ მიმაჩნია. გამომდინარე იქიდან, რომ სოციალურ ქსელებს საზოგადოებოს დიდი ნაწილი მოიხმარს ,მათი საერთო აზრის გაგება ამ გზით უფრო მარტივი და ხელსაყრელია.

Photo Title

18 Oct

Photo Title

Photo Caption

Photo Title

18 Oct

Photo Title

Photo Caption

სოციალური მედიის ეპოქა

18 Oct
 
სოციალური მედია, კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად , უფრო და უფრო პოპულარული ხდება. დღეს ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენელია ფეისბუქის, ტვიტერის, ბლოგებისა და სხვადასხვა სოციალური ქსელის გარეშე. 21-ე საუკუნის დასაწყისს სოციალური მედიის და მედია ტექნოლოგიების ეპოქას უწოდებენ ჩვენს დროში არაფერი აღარ ხდება ინტერნეტის გარეშე. მთელი მსოფლიო ჩართულია ამ პროცესში და ინტერნეტსივრცეს არანაკლები როლი აკისრია საზოგადოების ინფორმირებაში, ვიდრე ბეჭდურსა და სატელევიზიო მედიას. სოციალური მედია გვაძლევს ინსტრუმენტებს, რომლის საშუალებითაც შენი სამიზნე აუდიტორიისთვის იქნები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი, ყოველთვის და ყველგან. მედია ტექნოლოგიების როლი იმდენად დიდია დღევანდელ მსოფლიოში, რომ მილონობით სხვადასხვა სახის ინფორმაციის გადაცვლა და მიღება შეგიძლია ყველა სფეროში.

სოციალური მედიის შესაძლებლობებს და, მათ შორის, ბლოგებსაც თავიანთი საქმიანობის სასარგებლოდ სულ უფრო ხშირად იყენებენ პოლიტიკოსები, ბეზნესმენები და სასულიერო პირებიც კი. აღსანიშნავია, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში პრეზიდენტ ბარაკ ობამას წინაარჩევნო კამპანიის დიდი ნაწილი სოციალური მედიის საშუალებით კამპანიასაც მოიცავდა. თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობისა და ქალაქის მერის არჩევნების დროსაც გამოიყენებოდა ეს ტექნოლოგია. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ განთავსებული გიგი უგულავას მხარდამჭერი ჯგუფი. თუმცა, ხელისუფლებასთან ერთად ამ საშუალებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც აქტიურად იყენებენ, რისი მაგალითიც ზაზა გაბუნიას ბლოგია.

ტიპური ბლოგი აერთიანებს ტექსტს, გამოსახულებას, ვებ-საიტების ლინკებსა და თემასთან დაკავშირებულ სხვა მედიას. მკითხველის მიერ კომენტარის დატოვების საშუალება ინტერაქტიული ფორმით ბევრი ბლოგის მნიშვნელოვანი ნაწილია. მათი უმეტესობა, ძირითადად, ტექსტურია, თუმცა, ზოგიერთი ფოკუსირებულია ხელოვნებაზე, ფოტოგრაფიაზე, ვიდეო მასალაზე, აუდიო მასალაზე და სხვა.

ექსპერტები საუბრობენ იმის შესახებაც, რომ ახალმა მედიამ, შესაძლოა, მთლიანად განდევნოს ბაზრიდან ტრადუიციული მედიასაშუალებები. ბლოგინგის ერთ-ერთ უმთავრეს უპირატესობას, ინფორმაციის გავრცელების სხვა საშუალებეთან შედარებით, ის წარმოადგენს, რომ ასეთ შემთხვევაში ავტორი თავისუფალია ცენზორისაგან, რაც მას აძლევს შესაძლებლობას შეუზღუდავი რაოდენობისა და მისთვის სასურველი თემატიკის ინფორმაცია გააშუქოს.

ბლოგები, ინფორმაციის მოწოდებისა და შექმნის მიხედვით, ძირითადად, ორ კატეგორიად იყოფა. ესენია პირადი და კორპორატიული ბლოგები. პირადი ბლოგის შემთხვევაში, ბლოგერი სარგებლობს თავისუფლების უმაღლესი ხარისხით და ავრცელებს მისთვის სასურველ ინფორმაციას. უმრავლეს შემთხვევაში ბლოგი პირადია, მაგრამ არსებობს ასევე კორპორატიული ბლოგიც, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს უფრო ეფექტურად აწარმოოს თავისი პროდუქციის რეკლამირება. ქართული კომპანიებიდან ბლოგინგს იყენებენ გამომცებლობა “ბიბლუსი”, პიარსკოლა და სხვა.

ქართულენოვანი ბლოგების დიდი ნაწილი განთავსებულია WordPress-ის პლატფორმაზე, თუმცა ასევე გავრცელებულია დამოუკიდებელი ჰოსტინგისა და ძრავის გამოყენებაც. WordPress-ის ისტორია 2001 წელს იწყება, როდესაც მაიკლ ვალდრიგიმ ბ2-ის ძრავის დამუშავება დაიწყო. 2003 წელს სახელწოდება Cms შეიცვალა WordPress-ით, ამავე წლის 27 მაისს კი გამოვიდა მისი პირველი ვერსია.

ქართული ბლოგების კატალოგში Blogroll.ge ამ დროისათვის დარეგისტრირებულია 736 ბლოგი, თუმცა, რა თქმა უნდა, მათი რიცხვი მეტია, რადგან აქ მხოლოდ ქართული ბლოგების ნაწილია განთავსებული.

ბლოგერი გოჩა გაბოძე (gabo.ge) მიიჩნევს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში სოციალური მედია საკმაოდ აქტუალური გახდა. მისი თქმით, ხშირად ეწყობა სხვადასხვა ტიპის ტრენინგები, შეხვედრები, ვორკშოპები, რომელთა ძირითადი მიზანი, საქართველოში თავისუფალი მედიის ამ საშუალების განვითარებაა. გოჩა გაბოძე: “კვარიათში 24-26 ივნისს გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით “ქართული ბლოგინგის დღეები”, რომელიც კონფერენცია სხვებისგან გამოირჩეოდა იმით, რომ მისი ორგანიზატორი არა რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია თუ ჯგუფი, არამედ ეკონომიკის სამინისტრო იყო. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოში მოქმედი როგორც ქართულენოვანი, ასევე რუსულენოვანი ბლოგერების კონფერენცია ატარებდა სამუშაო ხასიათს. შეიქმნა ელექტრონული სახელმძღვანელო, რომელიც მნიშვნელოვნად დაეხმარება დამწყებ ბლოგერებს. ასევე შევიმუშავეთ კონკრეტული რეკომენდაციები სამთავრობო ვებ გვერდებისთვის და ვისაუბრეთ სოციალური მედიის საშუალებით მარკეტინგის სწორ ფორმებზე. ბლოგერმა სუხუმიმ გაგვიზიარა საკუთარი გამოცდილება, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი კიბერშეტევისგან და სხვა.

რაც შეეხება მეორე ღონისძიებას, რომელიც 30 ივნისს მთაწმინდის პარკში გაიმართა, ეს გახლდათ “სოციალური მედიის დღე”, რომელიც სოციალურ მედია პორტალ mashable.com- ის ორგანიზებით პირველად აღინიშნა მთელი მსოფლიოს მაშტაბით. საქართველოში მისი აღნიშვნის იდეის ერთ-ერთი ავტორი მეც გახლდით. ორგანიზება კი სინგულარ ჯგუფმა გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე პრეზენტაციაც გაკეთდა სოციალური მედიის შესახებ მის მთავარ მიზანს სოციალური მედიით დაინტერესებული ადამიანების ერთად შეკრება და ამ დღის ერთად აღნიშვნა იყო. საბოლოო ჯამში, დაახლოებით 150 ბლოგერი შეიკრიბა მთაწმინდის პარკში და თბილისიც იმ 650 ქალაქს შეუერთდა, სადაც პირველად აღინიშნა სოციალური მედიის დღე .

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია

11 Sep

Image

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია ევროპის საბჭოს ფარგლებში იქნა შემუშავებული 1948 წლის ადამიანის საყოველთაო დეკლარაციის უმთავრესი პრინციპების გათვალისწინებით. მისი ხელმოსაწერად გახსნა მოხდა 1950 წლის 4 ნოემბერს რომში, ძალაში კი შევიდა 1953 წლის ნოემბერში.

კონვენცია შედგება სამი ნაწილისაგან: პირველი ნაწილი მოიცავს ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, მეორე ნაწილი არეგულირებს სასამართლოს შემადგენლობისა და პროცედურების განხორციელების წესებს და მესამე ნაწილი მოიცავს სხვადასხვა დასკვნით დებულებებს. კონვენციამ საფუძველი ჩაუყარა ხელშემკვრელ მხარეთა მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების სისტემას, რომელიც თავდაპირველი სახით ხორციელდებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული კომისიის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ. კონვენციით დაარსებული უწყებებისადმი წარდგენილ განაცხადთა მზარდმა რაოდენობამ შედეგად მოიტანა მე-11 ოქმის შემუშავება. მე-11 ოქმმა, რომელიც ძალაში შევიდა 1998 წლის 1 ნოემბერს, არსებული ნახევარგანაკვეთზე მომუშავე სასამართლო და კომისია შეცვალა ერთი, სრული დატვირთვით მომუშავე სასამართლოთი.

მე-11 ოქმის ძალაში შესვლის მიუხედავად სასამართლოში შემოსულ საქმეთა რაოდენობამ უპრეცენდენტო ზღვარს მიაღწია. 2000 წელს 3-4 ნოემბერს გამართულმა ადამიანის უფლებების კონფერენციამ, რომელიც კონვენციის ხელმოსაწერად გახსნის 50 წლისთავს მიეძღვნა, დასაბამი მისცა სისტემის რეფორმირებაზე მსჯელობის პროცესს. შემუშავდა მე-14 ოქმი, რომელიც ძალაში შევა მას შემდეგ, რაც რატიფიცირებულ იქნება კონვენციის ყველა ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ. მე-14 ოქმი ემსახურება საქმის წარმოების გამარტივებასა და დაჩქარებას და ითვალისიწინებს კონვენციის საზედამხედველო სისტემაში შესწორებების შეტანას.

გამომდინარე იქიდან, რომ მე-14 ოქმი ძალაში ვერ შევიდა და იმის გათვალისწინებით, რომ წარმოექმნა საჭიროება შემოღებულ იქნას გარკვეული დამატებითი პროცედურები საზედამხედველო სისტემის გასაუმჯობესებლად და საქმეთა მზარდი მოცულობის დასაძლევად, მინისტრთა კომიტეტის 119-ე სესიაზე შემუშავებულ იქნა ევროპული კონვენციის მე-14 ბის ოქმი, რომელიც ითვალისწინებს ერთპიროვნული მოსამართლის ინსტიტუტს. ოქმი ძალაში შევიდა 2009 წლის სექტემბერში, მას შემდეგ რაც სამმა ხელშემკვრელმა სახელმწიფომ გამოხატა თანხმობა იკისროს ოქმით გათვალისწინებული დებულებების შესრულება. 

 

ადამიანის უფლებები

"ჩემი უფლებები მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი"

Follow

Get every new post delivered to your Inbox.